ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე მიღება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე.
- ადგილების რაოდენობა: 10.
- წლიური ღირებულება: 3000 ლარი;
- მიღების წინაპირობა: ინგლისური ენა (B2 დონე);
- საბუთების მიღება: 16-26 სექტემბერი (დოქტორანტურის კოორდინატორი, ოთახი #79ა);
- სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში - 27 სექტემბერი,
- კომისიასთან გასაუბრება სპეციალობაში - 28 სექტემბერი;
გთხოვთ იხილოთ კონკურსანტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე შიდა მობილობის მსურველებისთვის:
- განცხადების მიღების ვადები: 16-21 სექტემბერი;
- შიდა მობილობის შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 25 სექტემბრამდე.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, კონკურსანტი ვალდებულია განცხადება წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტორნული სახით (CD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურში;
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
- სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
- ორი სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან (კონკურსანტის, პროგრამის პროფილით სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, ერთი სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან, მეორე - დამსაქმებელი კომპანიიდან ან ორგანიზაციიდან).
- საკვლევი თემის პროექტი, რომელიც მოიცავს:
- აქტუალობას და საკვლევ პრობლემატიკას;
- მოაზრებული თემის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებს;
- მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
- დასაბუთებულ წინასწარ შეხედულებას / მოლოდინს.
კონკურსანტის პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ შესაძლებელია წარმოდგენილი პროექტის თემატიკის სრულად ან ნაწილობრივ ცვლილება, დოქტორანტის ინტერესებიდან გამომდინარე.
წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები.
კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია წარმოადგინოს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე).
საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები
- კონკურსანტი, რომელიც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, ასევე წარმატებით გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას (ან ექნება საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი), დაიშვება გასაუბრებაზე;
- კონკურსანტი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის კოორდინატორის წარდგინებით, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღებ კომისიაზე;
- კონკურსანტის საანკეტო მონაცემებს, სამოტივაციო წერილს, სარეკომენდაციო წერილებს და საკვლევი თემის პროექტს კომისიას წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა;
- კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა;
დოქტორანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:
- სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
- სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე.
სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 7 ოქტომბერს.