25 აპრილს, ბალტიის საერთაშორისო აკადემიიდან (ლატვია), ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა პროფესორი ჯურის ბალტგაილისი (Jurijs Baltgailis).
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს კახაბერ კორძაიას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს ქეთევან ნანობაშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს სვეტლანა კირაკოსიანს.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ბატგალისმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „საერთაშორისო პერსპექტივები და პრობლემები კრიპტოვალუტით გადასახადების განხორციელების პროცესში“, სადაც განიხილა თანამედროვე ფინანსურ გარემოში ციფრული ვალუტების როლი და რეგულირების გამოწვევები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბალტიის საერთაშორისო აკადემია აგრძელებენ თანამშრომლობას ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, რაც გულისხმობს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და აკადემიური გაცვლით პროგრამებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება