არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია“, - 2015 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ შეიქმნა. ახალგაზრდული ორგანიზაცია, ძირითადად პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას ახორციელებს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია ტელეკომპანია „ქართულ არხთან“ თანამშრომლობა, რომლის ეთერშიც ყოველ ხუთშაბათს, 20:00 სთ-ზე გადის პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა - „ახალგაზრდა ექსპერტთა საათი“. გადაცემას ასოციაციის თავმჯდომარე ალიკა გუჩუა უძღვება, ხოლო მოწვეული სტუმრები ძირითადად კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის სტუდენტები არიან.
გადაცემები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე:
22.11.2018
თემა: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018
29.11.2018
თემა: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი
06.12.2018
თემა: ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი
13.12.2018
თემა: საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები და ერთიანი ევროპული არმიიის შექმნის იდეა
პირველი ნაწილი ; მეორე ნაწილი.
20.12.2018
თემა: სომხეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის პროცესები და ბრექსიტის მოლაპარაკებები
10.01.2019
თემა: 2018 წლის აქტუალური გლობალური პოლიტიკური მოვლენები
17.01.2019
თემა: საერთაშორისო ტერორიზმის გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება