17 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ორგანიზებით, პრეზენტაციების კონკურსი - „ახალგაზრდა თაობის აქტუალური საკითხები“ - გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობას კსუ-ს პირველი და მეორე კურსის სტუდენტები იღებდნენ, მათგან კი სამი საპრიზო ადგილი გამოვლინდა, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ - პირველი ადგილი: ანნა მამარდაშვილი, ანტონ კოხია; მეორე ადგილი - ელენე ყიფიანი, ლუკა ტყეშელაშვილი; მესამე ადგილი - თინათინ ტარტარაშვილი, ლევან ვარდოსანიძე.
ღონისძიების დასასრულს კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება