ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსხვავებულ რეალობაში წარიმართა. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, რაც მოუხერხებელია.
სწორედ ამ პრობლემების გამარტივების მიზნით, სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციასთან “Voice of Generation”, რომლის აპლიკაცია “Uni-Voice” სწავლის ხარისხზე ორიენტორებული ციფრული უნივერსიტეტის ანალოგია.
“Uni-Voice” -ის დაცული ეკოსისტემა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში უკვე წარმატებით მუშაობს. კსუ აღნიშნული აპლიკაციის გამოყენებას სატესტო რეჟიმში ახორციელებს, რომელიც ახალი სასწავლო სემესტრიდან სრულად ამოქმედდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება