გასულ კვირას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებს ამერიკელი კოლეგები სტუმრობდნენ.
ჩიკაგოს დეპოლისა და ლაიოლას უნივერსიტეტების პროფესორების მიზანი საქრთველოში მედიაგანათლების მდგომარეობისა და საჭიროებათა კვლევაა. პროექტი მედიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად და პირველი ეტაპისთვის, აგვისტოს თვეში ქართველი პროფესორების ჩიკაგოში მასპინძლობას ითვალისწინებს.
სტუმრების განსაკუთრებული მოწონება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა დაიმსახურა. ცენტრის მასალების გაცნობის შემდეგ, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დაიგეგმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება