24 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ალიკა გუჩუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „სტრატეგიული დამრტყმელი შეიარაღება და მისი განმსაზღვრელი პოლიტიკა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გეოსტრატეგიის კონტექსტში: ნატო და მასობრივი განადგურების იარაღი“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია.
მომხსენებლის მიერ ნაშრომის დაცვისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭომ ალიკა გუჩუას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.