13 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ, ნინო ჩუბინიძემ და ფაკულტეტების ადმინისტრაციამ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, Webex პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ ჩართვა განახორციელეს.
ადმინისტრაციამ სტუდენტთა კითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად დისტანციური სწავლების ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე (საპილოტე რეჟმში) გადადის და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იქნება, რომელიც სტუდენტებს მსგავს სერვისს შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია დისტანციური სწავლების საკითხებთან დაკავშირებით პერიოდულად გეგმავს სტუდენტებთან გასაუბრებას, რომლის ჩანაწერებიც სტუდენტებთან საკომუნიკაციო დახურულ სივრცეში აიტვირთება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება