ვაკანსია - სასასწავლო პროცესის მართვის სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი
სასასწავლო პროცესის მართვის სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა B1 დონეზე;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარება, მოწესრიგებულობა და ორგანიზების უნარი;
- გუნდურად მუშაობის და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და სწორად გადაჭრის უნარი;
- სამუშაოს შესახებ თანმიმდევრული ანგარიშგების უნარი .
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მხარდაჭერა, მონიტორინგი და ადმინისტრირება;
- სასწავლო პროცესის მართვის სისტემასა და საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტთა რეგისტრაცია და საუნივერსიტეტო სტატუსების დადგენილი წესით ასახვა;
- ელექტრონული ტესტირების სისტემა Moodle-ის მხარდაჭერა და საგნობრივი ტესტების ორგანიზება;
- უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის სერვერის მხარდაჭერა და ადმინისტრირება.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში: 40სთ;
გამოსაცდელი ვადა: სამი თვე (ანაზღაურებადი).
კონკურსის ეტაპები:
საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
კონკურსის ვადა:
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 30 აგვისტოდან დან 9 სექტემრის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge