28 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარო მაყაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის დარბაზში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის" თაოსნობით გაიმართა ფილოლოგიის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ნინო მინდიაშვილისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ გოგოლაძის წიგნის - „ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღის" ქართული ნარატივი" - განხილვა.
დამსწრე საზოგადოებას წიგნი წარუდგინა რედაქტორმა, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა როსტომ ჩხეიძემ, რომელმაც ისაუბრა წიგნის მნიშვნელობასა და ღირსებებზე. ღონისძიებაზე წიგნის შესახებ მთავარი მოხსენება წარადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარელა წოწორიამ, სიტყვით გამოვიდნენ ფილოლოგიის დოქტორები, პროფესორები მარინე ტურავა, სალომე კაპანაძე, მიხეილ ანთაძე და სხვები, წიგნის შესახებ ისაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, მინდია უგრეხელიძემ და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ფილოლოგიის დოქტორმა სესილი გოგიბერიძემ. წიგნის შექმნის პროცესზე და თავისებურებებზე ისაუბრეს ავტორებმა ნინო მინდიაშვილმა და თამარ გოგოლაძემ.
აღსანიშნავია, რომ წიგნის პრეზენტაცია საქმიან და გულთბილ გარემოში ჩაიარა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება