26 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალისთვის, პოლონელი პროფესორის, პრჟემისლავ ფურგაშის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: “peer review” ჟურნალებისთვის სამეცნიერო სტატიების წერის და გამოქვეყნების ტექნოლოგიები.
პროფესორი პრჟემისლავ ფურგაში არის ბიზნესის და მეწარმეობის კოლეჯის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ოსტროვეც-სვენტოკშისკი, პოლონეთი), ასევე, კვლევებისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ჟურნალის - “Ante Portas – Security Studies” ასოცირებული რედაქტორი.
ტრენინგის ფარგლებში პრჟემისლავ ფურგაშმა მიმოიხილა სამეცნიერო სტატიის წერის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა: სტრუქტურა; წერის სტილი; სამეცნიერო ჟურნალებისთვის შესაბამისი სტატიის წერა; სამეცნიერო ჟურნალის შერჩევა; ე.წ. “peer review” ჟურნალების სამეცნიერო სტილი და გამოქვეყნების ტექნოლოგიები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება