თორნიკე ზედელაშვილი პოლიტიკის მეცნიერების დოქტორია
14 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, თორნიკე ზედელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „კიბერომი - ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე საფრთხე და პოლიტიკური კონფლიქტის ახალი განზომილება“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია.
მომხსენებლის მიერ ნაშრომის დაცვისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭომ თორნიკე ზედელაშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.