25 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ქ. თბილისის 30-მდე სკოლის დირექტორს, უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ.
დაჯილდოებაზე სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რომელმაც სკოლების დირექტორთა განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ ისაუბრა მომავალი თაობის აღზრდის პროცესში, მადლობა გადაუხადა მათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის და სამომავლო პერსპექტივებიც დასახა.
დაჯილდოების შემდეგ, სტუმრებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება