8 მაისს, კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური და მასტერკლასი გაიმართა.
ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოინახულეს და სხვადასხვა პროგრამის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ვიზიტის მეორე ნაწილში, კსუ-ს ახალ ბიბლიოთეკაში, 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კსუ-ს ასოცირებული პროფესორის, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ალექსანდრე რუსეცკის მასტერკლასი თემაზე - „გზა პროფესიული ბედნიერებისკენ“ გაიმართა.
მომხსენებელმა მოსწავლეებს პროფესიული განვითარების თავისებურებებსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ასპექტზე ესაუბრა, შემდეგ კი მათ კითხვებს უპასუხა.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს მასტერკლასის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება