კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბურგოსის უნივერსიტეტს (ესპანეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა.
ამ ეტაპისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, სწავლის პროცესში ან დასრულების შემდეგაც შეუძლია ჩაირიცხოს ბურგოსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე (ნახევარწლიანი სწავლება) და მიიღოს მისი დიპლომი. აღსანიშნავია, რომ ბურგოსის უნივერსიტეტის აღიარებს სტუდენტის მიერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავლილ საგნებს.
სტუდენტს სწავლების პარალელურად, შეუძლია უფასოდ გაიაროს პრაქტიკები სასურველი მიმართულებით უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და მარნებში. ბურგოსის უნივერსიტეტში სწავლების ასეთი პრივილეგიით მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ.
გარდა სამაგისტრო სწავლებისა, გაცვლითი პროგრამების დაწყებამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ:
აღსანიშნავია, რომ მადონა მუჩიაშვილი პირველი სტუდენტია, რომელმაც ისარგებლა გაფორმებული მემორანდუმით და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად ჩაირიცხა ბურგოსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ვადები დასრულებულია, მაგრამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონკრეტული ვადები არ არსებობს და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩაირიცხონ.
5 სექტემბერს, ბურგოსის უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა მარია გონსალესმა მადონა მუჩიაშვილსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელს ესპანეთში ქეთევან გორგილაძეს უმასპინძლა. მათ უნივერსიტეტის ლაბორატორიები და კამპუსები დაათვალიერეს, ასევე განიხილეს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება