ტალინის უნივერსიტეტი
მმართველობის, სამართლისა და საზოგადოების სკოლა
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები ციფრული ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.
სწავლა იწყება 2020 წლის სექტემბერში.

ჯამში გამოყოფილია 6 სრულად დაფინანსებული სტიპენდია ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის.
ეს არის 2 წლიანი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა. მისი მიზანია ყურადღება გაამახვილოს სამართალსა და საზოგადოებაში არსებულ ახალ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც წარმოიშვა მუდმივად მზარდი გაციფრულების პროცესში. ეს არის უნიკალური პროგრამა ევროპის უნივერსიტეტების მასშტაბით, ამასთანავე პროგრამაზე ასწავლიან ის მეცნიერები, რომლებიც ატარებენ უახლეს კვლევებს და დაკავშირებულნი არიან ადამიანთა უფლებების გლობალურ ქსელთან და ციფრულ დომენთან.
სტიპენდიის პირობები: სწავლების საფასურის სრულად დაფარვა ორი წლის განმავლობაში, რომელიც ჯამში შეადგენს 8120 ევროს და ესტონეთში საცხოვრებელი ხარჯები - თვეში 400 ევრო (აკადემიური წლის განმავლობაში, 10 თვე), ჯამში 8000 ევრო. სტიპენდიის ჯამური თანხაა 16120 ევრო.
ყველა აპლიკანტი სამიზნე ქვეყნიდან ავტომატურად განიხილება სტიპენდიის მისაღებად. სტიპენდია გადაეცემათ საუკეთესოებს, რომელიც ვლინდება მიღების კრიტერიუმების მიხედვით. გთხოვთ, მიჰყევით ტალინის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებისთვის განცხადების მიღების ვადებს, იხილეთ ლინკი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გადმოგზავნეთ დოკუმენტაცია უფრო ადრე, რათა საკმარისი დრო იყოს მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრებისთვის.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სტუდენტები, რომლებიც ვერ შეძლებენ ესტონეთში ფიზიკურად ჩასვლას 2020 წლის სექტემბრისათვის, ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში დისტანციურად. ისინი უნდა ჩავიდნენ უნივერსიტეტში, როცა არსებული მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს მათ. სტიპენდია ასევე ფარავს ონლაინ სწავლებას, თუმცა ყოველთვიური საარსებო თანხა სტუდენტს მიეცემა იმ დროიდან, როცა ის ჩავა ესტონეთში.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თამარ ლაღიძეს - tako.laghidze@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება