2 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე შეხვდა.
მომხსენებელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ასოციაციის საქმიანობის შესახებ, რომელშიც გაერთიანებულია 20-მდე იურიდიული და 2000-მდე ფიზიკური პირი, შეხვედრის დასასრულს კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება