15 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სააფთიაქო ქსელის „პსპ“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
HR დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან მიმოიხილეს „პსპ“-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, დასაქმების პერსპექტივები და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა.
ეხვედრის დასასრულს „პსპ“-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება