21 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, ილია მარკოვსკის, კამილა დემბინსკასა და მიხალ კაჩმარეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის; სააგენტოს საგრანტო კონკურსები და მათში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; პოლონეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ახალი შესაძლებლობები.
პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურაა, რომლის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაცია.
შეხვედრა კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება