2 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კანცლერის მოადგილის, ნინო ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, „უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის“ (STCU) წარმომადგენლებს, მარია ესპონასა და ალფრედა როსკას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევები“ - განხორციელების საკითხები, ისაუბრეს პროგრამასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
აღსანიშნავია, რომ ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება STCU-სთან აქტიური თანამშრომლობით იგეგმება.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ (CBRN) საფრთხეებთან დაკავშირებული ორმაგი დანიშნულებისა და არამატერიალური ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება