25 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ნინო ჩუბინიძე (კანცლერის მოადგილე), ვახტანგ წივწივაძე (რექტორის მოადგილე, კავკასიის სავაჭრო სახლის პრეზიდენტი), თამარ ლაღიძე (უწყვეტი სწავლების დეპარტამენტის კოორდინატორი), ასევე ვალერი გულბანი (კავკასიის სავაჭრო სახლის დირექტორი), ბერგუედას მუნიციპალიტეტის (კატალონია, ესპანეთი) წარმომადგენლებს - დოქტორ მირიამ პიკე ნიკოლაუსა (მრავალფუნქციური სატყეო მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი) და ედუარდო ბარკონს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ესპანურ მხარესთან ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამები, სამეცნიერო კვლევები და მოკლევადიანი კურსები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება