31 ოქტომბერს, ქ. თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე - „პირის ღრუს ჰიგიენა და ჯანმრთელობა“. სემინარს კსუ-ს სტომატოლოგიის პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტები უძღვებოდნენ, რომლებსაც მენტორობას უწევდნენ სტომატოლოგიის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი ლელა წიტაიშვილი და ასოცირებული პროფესორი თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით ვერა ხუნძაკიშვილი.
სემინარზე, რომელიც მოსწავლეებთან ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, ყურადღება გამახვილდა პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებსა და ჯანმრთელობის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდზე. ამავე დღეს, მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოინახულეს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება