17 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლან გოცირიძემ და ფაკულტეტის პერსონალმა დარგით დაინტერესებულ სტუმრებს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს, ღონისძიებით - „პროფესია მევენახე-მეღვინე“.
პროფესიული ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული მარან-მუზეუმი; კოლხურ-იბერიული ტრადიციების სინთეზი; საკოლექციო ვენახი; თანამედროვე ლაბორატორიები; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადეგუსტაციო ოთახი; სტუდენტური სივრცე; საკონფერენციო ოთახი და სხვა.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა დააგემოვნეს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაყენებული ღვინო და უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება