2 დეკემბერს, კარიერის კვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი დიმიტრი კობახიძე უძღვებოდა თემაზე - „პერსონალური ბრენდინგი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ინგლისურენოვანი, ასევე ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და კავკასიის საერთაშორსო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი.
მომხსენებელმა საჯარო ლექციის მსვლელობისას, ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საკუთარი იმიჯის შექმნა, პერსონალური პრენდინგის გამომუშავების ტექნიკა და საკუთარ თავზე მუშაობის დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები.
შეხვედრა ინგლისურ ენაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. სტუდენდებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები თვითბრენდინგისთვის და პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
საჯარო ლექცია კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება