14 სექტემბრიდან, ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად გთავაზობთ ესპანური ენის შემსწავლელ კურსს.
თუ დიდი ხანია მოგწონს ესპანური ენა, ტრადიციები, ფიესტები, გულშემატკივრობ რეალს ან ბარსელონას, ან უბრალოდ გინდა, რომ ახალი ენა ისწავლო და საოცარი გამოცდილება მიიღო, ეს შენი შანსია!
ესპანური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა, რომელზეც 512 მილიონი ადამიანი საუბრობს, სექტემბრიდან კი შეგიძლია შენც ერთ-ერთი მათგანი გახდე.
„იბერიას“ ესპანელი და ქართველი პედაგოგები იყენებენ სწავლების ახალ და სახალისო მეთოდებს. სწავლა უფრო ეფექტურია, გაკვეთილები კი ჭეშმარიტად ესპანური - სახალისო და დაუვიწყარი.
წლის ბოლოს ყველაზე წარმატებული სტუდენტი გაემგზავრება ესპანეთში, რომლისთვისაც ცენტრის წარმომადგლები სპეციალურად მის ინტერესებზე მორგებულ ერთკვირიან პროგრამას მოამზადებენ. თქვენი ესპანეთში ყოფნა ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერიას“ მიერ არის დაფინანსებული, სტუდენტი კი მხოლოდ მგზავრობის ხარჯებს ფარავს.
სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება ისარგებლონ სტუმარი სტუდენტის სტატუსით პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტებში ან გაიარონ პრაქტიკები ესპანეთში.
კურსი ჩატარდება კვირაში 2-ჯერ: სამშაბათი, ხუთშაბათი;
ხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი.
კურსის გავლის შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა „იბერიას“ ორენოვანი სერტიფიკატი.
ღირებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორც ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ისარგებლებენ 50% ფასდაკლებით.
ინდივიდუალური კურსი ქართველ პედაგოგთან - 180 ლარი, კსუ-ს სტუდენტებისთვის - 90 ლარი ;
ინდივიდუალური კურსი ესპანელ პედაგოგთან - 220 ლარი, კსუ-ს სტუდენტებისთვის - 110 ლარი;
წყვილში მეცადინეობა - 150 ლარი, კსუ-ს სტუდენტებისთვის 75 ლარი ;
სამეული და ოთხეული - 130 ლარი, კსუ-ს სტუდენტებისთვის 65 ლარი;
ჯგუფური მეცადინეობა - 110 ლარი, კსუ-ს სტუდენტებისთვის 55 ლარი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 10 სექტემბერი;
სარეგისტრაციო ფორმა - https://cutt.ly/tsXbde5
დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 599 63 43 93
FB: https://www.facebook.com/CentroHispanoGeorgiano
ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“ www.iberiainfo.org
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება