23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნათია გვენეტაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ლონდონის სამიტი“.
ნათიამ გვენეტაძემ საჯარო ლექციაზე ნატოს დაარსებისა და განვითარების ისტორია მიმოიხილა, ასევე ყურადღება გაამახვილა ნატოს პროგრამებზე, ორგანიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებსა და 2019 წლის ლონდონის სამიტზე (ნატოს ლიდერთა შეხვედრა), განსაკუთრებული აქცენტი კი ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე გაკეთდა.
საჯარო ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება