2 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პოლონელი მეცნიერის, ომის კვლევების უნივერსიტეტის პროფესორის, მარჟენა ზაკოვსკას ტრენინგი თემაზე - „სწავლების თანამედროვე მეთოდები“, რომელსაც ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელი პროფესორები და მოწვეული ლექტორები.
ტრენინგის ფარგლებში მარჟენა ზაკოვსკამ ისაუბრა სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და სტრატეგიაზე, პოლონეთის გამოცდილების მაგალითზე, ყურადღება კი გაამახვილა სწავლების ისეთ მეთოდებზე, როგორიცაა: შემთხვევის ანალიზი (case study) და მისი ვარიაციები; როლური თამაში/სიმულაცია/სიტუაციის მოდელირება; ფრონტალური ლექციის ტიპები და მიდგომები; მოდიფიცირებული ლექციები; გონებრივი იერიში და თავსატეხებით სწავლება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება