„ინოვაციური აზროვნება“ - საჯარო ლექცია მოსწავლეებისთვის 9 ნოემბერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტში გაიმართა „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელის - მარიკა კლდიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „ინოვაციური აზროვნება“.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, ქ. თბილისის 159-ე და 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ლექციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა - რას ნიშნავს ინოვაცია? საიდან მოდის ის? რა განსხვავებაა ინოვაციასა და გამოგონებას შორის? მარიკა კლდიაშვილმა ლექციის მსვლელობისას, ასევე, ყურადღება გაამახვილა წარმატებული ინოვაციური პროექტის შექმნის მეთოდებზე.
ღონისძიება კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება