4 ნოემბერს, ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელის, პეტრე მამრაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ქართული დიპლომატია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები“.
ლექციაზე პეტრე მამრაძემ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე მიმოიხილა საქართველოსთვის აქტუალური საგარეო პოლიტიკური პროცესები, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. ასევე, ისაუბრა დიპლომატის პროფესიასა და ამ მიმართულებით არსებულ დღევანდელ გამოწვევებზე, საჯარო ლექციის მეორე ნაწილი კი აუდიტორიასთან აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
ქართული დიპლომატიის დღე უნივერსიტეტში კარიერის განვითარების სამსახურის ინიციატივით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით აღინიშნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება