კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე, მედიცინის ფაკულტეტის მეორე სემესტრელმა უცხოელმა სტუდენტებმა, გამოცდა ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდის (OSPE-ის) ფორმატით ჩააბარეს.
ამ ფორმატით, 26-მა სტუდენტმა სამი სასწავლო დისციპლინის (ნერვიული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჰისტოლოგია, ანატომია და დაზიანებები და დიაგნოსტიკა, საგნის ხელმძღვანელები - თეონა ფუტკარაძე, ნინო სიხარულიძე, გიორგი ლომიძე) ინტეგრირებული გამოცდა ორ ეტაპად: ოთხ კლინიკურ სადგურსა და ტესტირების ოთახში გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE) - თანამედროვე სწავლებისა და შეფასების ახალ მეთოდს წარმოადგენს და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო განათლების ერთ‐ერთ ძირითად სტანდარტადაა აღიარებული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება