კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტებისათვის, ასევე შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისათვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტებისათვის:
• მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
• ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
• ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
• ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
• სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 50 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
• სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს).
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისათვის:
• მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი;
• ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ადგილი;
• ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 14 ადგილი;
• სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 18 ადგილი;
• საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 17 ადგილი;
• ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ადგილი;
• სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ადგილი;
• მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 4 ადგილი.
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტებს, ასევე შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ გამარტივებული წესით გაიარონ რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: ჩარგლის ქ. #73, ფაკულტეტის დეკანატში) 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;*
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;*
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.*
შენიშვნა 1: * ნიშნით აღნიშნული საბუთი მოითხოვება მხოლოდ მობილობით გადმომსვლელი სტუდენტისათვის და არა გადმომსვლელი აბიტურიენტებისათვის.
შენიშვნა 2: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტები რეგისტრაციისას დამატებით წარმოადგენენ ერთიანი ეროვნული გამოცდის სარეგისტრაციო ბარათს.
რიგგარეშე მობილობა ხორციელდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 22 აგვისტოს ბრძანება #772/ი-ის საფუძველზე მხოლოდ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტებისათვის და ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 სექტემბრის ბრძანება #809/ი-ის საფუძველზე მხოლოდ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება