2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის, სამართლის და სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსების და კრედიტქულების აღიარება.
უმაღლესი GPA-ს მქონე კონკურსანტს კსუ ათავისუფლებს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე მყოფ კონკურსანტებს უნახევრებს კსუ-ში სემესტრული სწავლის საფასურს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2018 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irs@ciu.edu.ge. აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „ლოძის უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
CV (ინგლისურ ენაზე).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება