10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა პარტნიორ „ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეობის უნივერსიტეტის“ (პოლონეთი) წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია; საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია და „ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები: ვიცე-რექტორი სტეფან სუშკა; ასოცირებული პროფესორები - მონსიონიორ იოსეფ გროჩალა და მარიან ქიჩონი.
შეხვედრაზე მხარეებმა Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებში 2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაგეგმილია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა, ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პესპექტივები.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სრული დაფინანსებით შეუძლიათ კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებსა და პროგრამაში ჩართულ ლექტორებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება