Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2019-2020 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კსუ აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლიეტუვა) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის, მენეჯმენტის და ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
სტიპენდია: 3960 ევრო (ერთი სემესტრის თანხა)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2019 წელი
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (TOEFL ან IELTS). შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი ინგლისური ენის ტესტირებას კსუ-ში გაივლის.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ: Erasmus+ კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შერჩევის პროცედურა:
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება