17-21 თებერვალს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი და პროფესორი თეა თოდუა ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში სტუმრობდნენ შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯს, ლიეტუვა (Šiaulių Valstybinė Kolegija).
უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ და განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობები.
პროფესორებმა ქეთევან ნანობაშვილმა და თეა თოდუამ ჩაატარეს სასწავლო კურსი თემაზე: „შესავალი არდუინოს პროგრამირებაში / Introduction to Arduino Programming“, რომელიც 8 საათს მოიცავდა. გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და პროფესორებს, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იმსჯელეს განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ვიზიტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროფესორებმა ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ლაბორატორიები და დააგემოვნეს ლიეტუვური სამზარეულო.
აღსანიშნავია, რომ ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, ასეთი ვიზიტები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება