საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2019 წელი
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში კსუ აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პრაქტიკისთვის პარტნიორ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მედიცინის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
პრაქტიკის ხანგრძლივობა: 2 თვე
სტიპენდია: 360 ევრო - მგზავრობის ხარჯები
800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (FCE, TOEFL ან IELTS). შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი ინგლისური ენის ტესტირებას კსუ-ში გაივლის.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: Erasmus+ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება