მიმდინარე წლის 3-10 ივნისის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი- ნინო ზვიადაური, უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში ესპანეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიმდინარე სიახლეების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი ცენტრების მონახულება, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა წარმოადგენდა.
აღნიშნული სასწავლო ტური, კულტურული ასოციაცია - ,, იბერიას" ორგანიზებით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში მაგისტრანტმა სრულყოფილი სამეცნიერო და პრაქტიკული სივრცე - მადრიდის კვლევისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ინსტიტუტი - IMIDRA, რიო ნეგროს ღვინის მეურნეობაში - “Cogolludo - ს” მარანი, მცირე მეურნეობები და მარნები მოინახულა.
სასწავლო - შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ქართული მხარის წარმომადგენლები ბურგოსის უნივერსიტეტსაც ესტუმრნენ და ბაზები, ლაბორატორიები, ინფრასტრუქტურა და კვლევითი ცენტრები დაათვალიერეს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზეც ისაუბრეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება