კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯში (შიაულიაი, ლიეტუვა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის, ფინანსების და ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).
საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1
დაფინანსება - სრული (360 ევრო - მგზავრობა, 800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია).
მონაწილეობის მსურველებმა 2021წლის 11 ივნისის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
· პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
· ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
· ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
· სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
· CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
· ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
· სოციალური აქტივობები;
· საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა;
· ბოლო სემესტრის აკადემიური მიღწევები.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 598 56 42 95.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება