Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2020-2021 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის CIU აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლიეტუვა) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის, მენეჯმენტის და ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
სტიპენდია: 3960 ევრო (ერთი სემესტრის თანხა)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 23 ნოემბერი, 2020 წელი
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ: Erasmus+ კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება