22 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (Student Trainee Exchange Programme - STEP) განახლებული პორტალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ (ELSA თბილისი), სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი შემოთავაზებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრული ინფორმაცია ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ, გაცნობოდნენ პროგრამაში მონაწილეობის პირობებს (როგორ შევავსოთ აპლიკაცია, შერჩევის კრიტერიუმები, პროგრამის პირობები და ა.შ.) და მიეღოთ ამომწურავი პასუხები სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (STEP) შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე.
საინფორმაციო შეხვედრა კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება