კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2022 წლიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, მარინა გედევანიშვილისა და ტურიზმის პროგრამის პროფესორის, მაია უკლებას ხელმძღვანელობით, მონაწილეობს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტში "Internationalization in International Tourism Management/Health Tourism 2022-2025“.
პროექტის მიზანია, სამედიცინო ველნეს და სპა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ერთობლივი კვლევების, ინოვაციური განათლებისა და ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის მეშვეობით, ასევე საერთაშორისო სტუდენტური ზამთრის სკოლის ორგანიზებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობენ გერმანიის, ჩეხეთის, უნგრეთის, ხორვატიისა და უკრაინის უნივერსიტეტები. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და ონლაინ ფორმატში ხორციელდება ერთობლივი მოდული „Medical Wellness & Spa Management“, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება 3 ECTS კრედიტი.
2022 წლიდან დღემდე უნივერსიტეტს DAAD-ის უკვე 17 სტიპენდიანტი ჰყავს (მ.შ. 2 პროფესორი, 15 სტუდენტი).
2024 წლის 6-12 ოქტომბერს, პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში, გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა (TID) უმასპინძლა მესამე საერთაშორისო ზამთრის სკოლას („Health Tourism International Winter school“), რომელშიც პროფესორებთან ერთად მონაწილეობდნენ DAAD-ის 2024 წლის სტიპენდიანტები: მარიამ ლუკავა, გიორგი ჯიჩოევი, გიორგი შერმადინი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ტურიზმი), მარტინ იოჰანეს ბეკი და დეა შალამბერიძე (მედიცინის ფაკულტეტი). საველე კვლევით სტუდენტებმა შეისწავლეს გერმანიის ველნეს კურორტის ბად-ბირნბახის (ბავარია) პოტენციალი და შეიმუშავეს ახალი პროდუქტი/შეთავაზებები GenZ თაობისთვის, რამაც დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება