„ჩუმად, ხმაურია!“ - თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში რადიოფილმის ჩვენება გაიმართა 12 ივნისს, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, ლიტერატურული სალონის „საგულისონის“ თანაორგანიზატორობით, გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის, „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება.
ფილმის ჩვენებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, კსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფილმის ავტორები არიან კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები სოფი დორეული, ლიკა გოგისვანიძე და ხატია გლოველი, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი - სოფიო კიკვაძე. ფილმში გამოყენებულია სცენები გიორგი კოკალიშვილის მხატვრული ფილმიდან „წმინდა გიორგი", გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლიდან „ბურატინო" (რეჟისორი გია კიტია) და ფრაგმენტები მარიონეტების თეატრის სხვადასხვა დადგმებიდან.
ფილმისა და სპექტაკლების ცალკეული სცენების ფონზე მათი ავტორები და მონაწილე მსახიობები ემოციურად საუბრობენ კულისებიდან სცენამდე და გადასაღებ მოედნამდე გასავლელ გზაზე, თუ როგორ იცვლება მათი სამყარო და ცნობიერება ამ მცირე დროში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება