კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 3-28 სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი ტარდება, რომელსაც კლინიკური სწავლების კოორდინატორი (ამერიკის გულის ასოცაციის (AHA) ტრენერი, UEFA-ს აკრედიტირებული ტრენერი) ლაშა დოლიძე ხელმძღვანელობს. სასერტიფიკატო კურსის ძირითადი მიზანია მსმენელს გააცნოს საქართველოსა და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები და ჯანმრთელობის სფეროში მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების შეფასების მეთოდები, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები და საძიებო სისტემები, ქვეყანაში არსებული სადაზღვევო და ფარმაცევტული პოლიტიკა, ფინანსები და ჯანდაცვის ეკონომიკა.
სასერტიფიკატო კურსის პირველ ნაკადში, სადაზღვეო კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერები, სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები, სხვადასხვა კლინიკებიდან ექიმები, ექთნები, რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელები და სამედიცინი სფეროს სხვა წარმომადგენლები დარეგისტრირდნენ.
კურსი 36 საკონტაქტო საათს მოიცავს და სასერტიფიკატო კურსის მსმენელები ისეთ საკითხებზე გაიღრმავებენ ცოდნას როგორიცაა:
აღსანიშნავია, რომ კურსის თითოეულ მოდულს სპეციალურად ამ სასერტიფიკატო კურსისთვის მოწვეული ტრენერი ჩაატარებს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მეორე ნაკადის რეგისტრაცია, დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://goo.gl/xdYrfg
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება