30 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მერვედფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც კსუ-ს გუნდი, „თსუ-ჰიუნდაის” დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გარდამტეხი აღმოჩნდა შეხვედრის მესამე პერიოდი, ხოლო თამაშის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როცა კსუ-ს გუნდმა გუნდური და შედეგიანი თამაშის წყალობით დამაჯერებელი – 13-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა.
თამაშში 18-18 ქულით თავი გამოიჩინეს ნიკა მეცხვარიშვილმა და ვენდელ ლუისმა, ამასთან ამ უკანასკნელის ანგარიშზე 10 მოხსნაც ჩაიწერა. კსუ-ს მხრიდან, აღსანიშნავია ბექა წივწივაძის შედეგიანი თამაში, რომელმაც გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოუპოვა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 70:62 (23 : 16; 11 : 18; 20 : 9; 16 : 19) კსუ-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა.
აღნიშნული გამარჯვებით, მერვედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1 : 1) და დასკვნითი, გადამწყვეტი შეხვედრის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება