2019 წლიდან, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს/ცენტრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ Elsevier-ის სისტემაში და უფასოდ ჰქონდეთ წვდომა ბაზებზე- Scopus და Science Direct, Scival Funding (Funding Institutional). რაც მისცემთ შესაძლებლობას, უსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, აბსტრაქტები) კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.
აღნიშნულ ბაზებზე წვდომა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მეცნიერთათვის უახლესი ელექტრონული სამეცნიერო ბაზებისა და პუბლიკაციების წვდომის უზრუნველყოფისა და შესაბამისად ადგილობრივი სამეცნიერო ადამიანური რესურსების განვითარებისათვის, ასევე საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობისათვის და მეცნიერების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საფუძველზე პროგრესული პოლიტიკის ეფექტური განხორცილებისათვის.
გაცნობებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გაიხსნა წვდომა ელსევიერის შემდეგ ბაზებზე: Scopus; Science Direct; Scival Funding (Funding Institutional).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება