2023 წლის 28 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „პოლიტიკური კრიზისების მართვის მეტაკოგნიტური თეორია და პოლიტიკური ქცევების ლასველ - ფლაიველის მეტაკოგნიტური სამეცნიერო მონიტორინგის სისტემა“ მიმდინაარეობის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სოციალური პროგნოზირება და მომავალი გამარჯვების, მშვიდობისა და აღდგენის დაგეგმვა ომის შემდგომ პერიოდში (“Social Forecasting and planning the future victory, peace and recovery in post-war), რომლის თანაორგანიზატორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კონფერენცია ოთხ პარალელურ სესიად მიმდინარეობდა. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ CIU-ს ასოცირებული პროფესორი, პროექტის ხელძღვანელი, ალექსანდრე რუსეცკი თემით “Systems of Meta-Cogtivie Monitoring, Evaluation and Management of Political Crises Through the 4D-RAV-17 Method”, CIU-ს გეოპოლიტიკური მოდელირობის ლაბორატორიის მკვლევარი, პოსტ-დოქტორანტი ოლღა დოროხინა თემით „Black Sea Region: The Phenomenon of Universities in Exile and Their Role in Post-Conflict Rehabilitation and Creation of “Security Communities” და CIU-ს სადოქტორო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, სვეტლანა კირაკოსიანი კონფერენციაზე თემებით “Post-Soviet Conflicts”: The Opportunities of Energy Meta-Diplomacy of Metacognitive Management Theory”.
კონფერენციაზე წარდგენილი თეზისები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულშო. ხოლო წარდგენილი თეზისების საფუძველზე მომზადდება სტატიები, რომელიც გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება