საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა შორის დასახელდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი: „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში“.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია - ნინო მინდიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი.
პროექტის თანახელმძღვანელები არიან:
რევაზ ბერულავა, იურისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი.
ნია სადაღაშვილი, სოციოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორი.
პროექტის მიზანია გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ და დევნილ მოზარდებში ცნობიერების ამაღლება ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის თანადამფინანსებელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება