კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა. მის მუშაობაში ჩართული არიან სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებიც ადვოკატის ხელმძღვანელობით, უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და იურიდიული კონსულტაციების გაწევაში.
იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს სამართლებრივ რჩევას ნებისმიერ საკითხზე. კონსულტაცია არის უფასო და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია როგორც სამართლის ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკაში (VII სართული) ადგილზე, ასევე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში წინასწარი ჩაწერით (წერილი შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელფოსტაზე: info.law@ciu.edu.ge).
სამუშაო საათები:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება