კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე შიაულიაის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (შიაულიაი, ლიეტუვა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის, ფინანსების და ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1
დაფინანსება - სრული (360 ევრო - მგზავრობა, 800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია)
მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , +995 598 56 42 95
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება