16 თებერვალს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (თავმჯდომარე - დარისპან პრაშერი) ორგანიზებით, კსუ-ს ინდოელმა სტუდენტებმა პატივი მიაგეს 14 თებერვალს, პულვამას ოლქში (ჯამუ და ქაშმირი, ინდოეთი) განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
ინდოეთში აღნიშნული ტერაქტის შედეგად 40-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა სამხედრო კოლონის გვერდით ააფეთქა. დაჯგუფებამ, რომელმაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ქაშმირის პაკისტანისთვის მიერთებას მოითხოვს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება